1. წყალმოვარდნის პერიოდში სამუშაოები ნაგებობებზე უნდა წარიმართოს დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გათვალისწინებით.
2. წყალმოვარდნის გატარებისას, სახიფათო ზონა წყალსაცავზე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრული უნდა იქნეს ორგანიზაციის მიერ და დაფიქსირდეს გამაფრთხილებელი ნიშნებით ან პლაკატებით.
3. მცირე ზომის წყალსაცავებზე, გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალმოვარდნის საშიშროებისას პერსონალის გაფრთხილება უნდა მოხდეს დროულად, სირენის სიგნალის გამოყენებით. ყველა სამუშაოები კაშხლის ზედა და ქვედა ბიეფებში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პერსონალი გაყვანილ იქნეს სახიფათო ზონიდან.
4. წყალმოვარდნის გატარებისას სამაშველო საქმიანობისთვის მცურავი საშუალებები (კატარღები, მოტორიანი ნავები და სხვა) უნდა იქნეს მუშა მდგომარეობაში