1. ყველა მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებზე და გადაკვეთებზე, ასევე შენობიდან გამოსასვლელებზე დაყენებული უნდა იქნეს მნათი საღებავებით შეღებილი ან განათებული ტაბლოები მიწის ზედაპირზე გამოსასვლელის მიმართულებისა და მანძილის ჩვენებით.
2. ჰიდროელექტროსადგურებში ორგანიზებული უნდა იყოს მიწისქვეშა ნაგებობებში მყოფი და მათგან გამოსული ყველა პირის ზუსტი აღრიცხვა. აღრიცხვის რიგს ადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.
ექსკურსიაზე მყოფნი და სხვა პირები, რომელთაც არა აქვთ კავშირი სამუშაო პროცესებთან,Oობიექტზე დაიშვება მხოლოდ ხელმძღვანელობის ნებართვით და სპეციალურად დანიშნული პირის თანხლებით.
3. ჰიდროელექტროსადგურებში უნდა ინახებოდეს საწარმოოს ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი ოდენობის სამაშველო საშუალებები (თვითმაშველები).
4. პირები, რომლებიც იმყოფებიან მიწისქვეშა ნაგებობებში, აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური განათების საშუალებებით.
5. ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამონამუშევრები უნდა იქნეს გამოკვლეული. გამოკვლევის პერიოდულობას განსაზღვრავს წარმოების ხელმძღვანელი.
6. ყველა სამუშაო ადგილზე პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს ჰაერის შემადგენლობა მავნე და სახიფათო გაზების არარსებობისა და ჟანგბადის საკმარისობაზე.
7. მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების მიწისქვეშა სამთო გვირაბების და ნაგებობების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 22. მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების მომსახურება
თავი V — ჰიდრონაგებობების მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. წყალმოვარდნის გაშვება ნაგებობიდან
- მუხლი 17. წყალსაცავისა და ბიეფის დაცლა და ავსება
- მუხლი 18. წყალსაცავის გაწმენდა ნატანისაგან
- მუხლი 19. გაზომვითი სამუშაოები
- მუხლი 20. უსაფრთხოების ზომები ჰიდრონაგებობების მომსახურებისას
- მუხლი 21. უსაფრთხოების ზომები ზამთრის პერიოდში
- მუხლი 23. სამყვინთაო სამუშაოები
- მუხლი 24. მიწის ჯებირებისა და კაშხლების შეკეთება
- მუხლი 25. ჰიდროაგრეგატები და დამხმარე მოწყობილობები
- მუხლი 26. სადაწნეო მილსადენები
- მუხლი 27. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჩამკეტების მექანიზმები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-22/