1. ყველა მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებზე და გადაკვეთებზე, ასევე შენობიდან გამოსასვლელებზე დაყენებული უნდა იქნეს მნათი საღებავებით შეღებილი ან განათებული ტაბლოები მიწის ზედაპირზე გამოსასვლელის მიმართულებისა და მანძილის ჩვენებით.
2. ჰიდროელექტროსადგურებში ორგანიზებული უნდა იყოს მიწისქვეშა ნაგებობებში მყოფი და მათგან გამოსული ყველა პირის ზუსტი აღრიცხვა. აღრიცხვის რიგს ადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.
ექსკურსიაზე მყოფნი და სხვა პირები, რომელთაც არა აქვთ კავშირი სამუშაო პროცესებთან,ობიექტზე დაიშვება მხოლოდ ხელმძღვანელობის ნებართვით და სპეციალურად დანიშნული პირის თანხლებით.
3. ჰიდროელექტროსადგურებში უნდა ინახებოდეს საწარმოოს ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი ოდენობის სამაშველო საშუალებები (თვითმაშველები).
4. პირები, რომლებიც იმყოფებიან მიწისქვეშა ნაგებობებში, აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური განათების საშუალებებით.
5. ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამონამუშევრები უნდა იქნეს გამოკვლეული. გამოკვლევის პერიოდულობას განსაზღვრავს წარმოების ხელმძღვანელი.
6. ყველა სამუშაო ადგილზე პერიოდულად უნდა მოწმდებოდეს ჰაერის შემადგენლობა მავნე და სახიფათო გაზების არარსებობისა და ჟანგბადის საკმარისობაზე.
7. მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების მიწისქვეშა სამთო გვირაბების და ნაგებობების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა