1. მექანიზირებული საშუალებებით მიწის ჯებირებისა და კაშხლების შეკეთება უნდა წარიმართოს სამუშაოთა წარმოების პროექტის მიხედვით. მექანიზირებული და სამშენებლო მანქანებისა და მექანიზმების გამოყენებით მიწის სამუშაოები უნდა შესრულდეს უსაფრთხო მეთოდებით.
2. მიწის ჯებირებისა და კაშხლების სამშენებლო მანქანებით შეკეთებისას ისინი უნდა განთავსდნენ ჯებირებისა და კაშხლების ფერდობების კიდეზე, კაშხლის ფერდობის ჰორიზონტალური სიბრტყიდან მანქანის უახლოეს საყრდენამდე (ჰორიზონტალური მიმართულებით) დასაშვები მანძილის დაცვით, მ:
გრუნტი
ქვიშიანი და ხრეშიანი
ქვიშნარიანი
თიხნარიანი
თიხნარი
ტყის მშრალი
დაშორება ფერდობის სიმაღლის დროს, მ:
1
2
3
4
5
1,5
3,0
4,0
5,0
6,0
1,25
2,4
3,6
4,4
5,3
1,0
2,0
3,25
4,0
4,74
1,0
1,5
1,75
3,0
3,5
1,0
2,0
2,5
3,0
3,5
ამ მანძილების დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში ფერდობი უნდა გამაგრდეს.
3. მიწის კაშხლებისა და ჯებირების ფერდობებზე მუშაობისას მიღებულ უნდა იქნეს აუცილებელი ზომები ფერდობიდან მომუშავეების ჩამოვარდნის ან დაცურების საწინააღმდეგოდ (პწკალების, დამცავი ქამრების გამოყენება და სხვა).
4. კაშხალზე ნაღვარევი (ნარეცხი) ზონები უნდა შემოიღობოს. ნაღვარი ადგილების დათვალიერება შესაძლებელია დამატებითი უსაფრთხოების ზომების შემდეგ.
ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურე