1. სამყვინთაო სამუშაოები ორგანიზაციებში უნდა შესრულდეს სამყვინთაო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამყვინთაო სამუშაოებზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.

3. ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან სახიფათო ზონების საზღვრები, რომლების ფარგლებშიც სამყვინთაო სამუშაოები უნდა შესრულდეს წინამდებარე წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მოყვანილია ცხრილში.

სახიფათო ზონების საზღვრები

ნაგებობა

დაშორება ნაგებობიდან მ, ბიეფებისათვის

ზედა

ქვედა

რაბები, კარების ხაზიდან

200

100

სატუმბი სადგურები, წყალმიმღები გისოსებიდან

100

100

ჰიდროსადგურები, წყლის მიღების ან გაშვების ხაზიდან

300

200

კაშხლები, კაშხლების ტანიდან

300

200

წყალსაგდებები და წყალსაშვებები, ღობურების გისოსებიდან

50

30

გადამღობი და ავარიული კარები, კარების ხაზიდან

40

40

4. სამყვინთაო ჩაშვებებისას ჰაერის უარყოფითი ტემპერატურების დროს (00c-ზე ქვემოთ), აუცილებელია მიღებულ იქნეს სამყვინთაო აღჭურვილობის ჰაერგამანაწილებელი ფარების, შლანგების, შლანგური შეერთებების, სასუნთქი ავტომატების რედუქტორების, მოწამვლისაგან დაცვის და სასუნთქი სარქველების გაყინვის საწინააღმდეგო ზომებ