1. ღერძები, გადამცემი ღვედები შკივებით და გადამცემი მექანიზმები (კბილანა თვლები, ჯაჭვით გადაცემები, ფრიქციული დისკები, ქუროები და სხვა) მათთან პერსონალის შესაძლო მიახლოების ადგილებში უნდა იყოს შემოღობილი და ჩამალული მყარად დამაგრებულ გარსაცმებში. გარსაცმების კონსტრუქცია საშუალებას უნდა იძლეოდეს მოწყობილობებზე დაკვირვებისათვის და მექანიზმების მოხერხებულად შეზეთვისათვის.
2. ფარების განყოფილების ღია ჭრილების პერიმეტრზე გათვალისწინებული უნდა იყოს საიმედო შემოღობვა.
3. შენობაში შესვლის ნებართვა, სადაც განთავსებულია მექანიზმები, განისაზღვრება ადგილობრივი ინსტრუქციებით.
4. მექანიზმების დათვალიერების, წმენდის და შეკეთებისას, მიღებული უნდა იყოს მოძრავი ნაწილების გადაადგილების შესაძლებლობის გამომრიცხავი ზომები (ძაბვის მოხსნა, საჩერების ან სატაცების ამოქმედება, მართვის გასაღებებზე ამკრძალავი პლაკატების (ნიშნების) გამოკიდება და სხვა).
5. საკეტების მექანიზმებს უნდა ჰქონდეთ ავტომატურად გაჩერების ბლოკირებისა და დაცვის მოწყობილობები, ასევე ელექტროამძრავის ჩართვის შეუძლებლობა ხელით ამძრავზე ან მექანიზმის საჩერზე დაყენების დროს
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 27. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჩამკეტების მექანიზმები
თავი VI — ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-27/