1. აკრძალულია გაუმართავი დანადგარების ექსპლუატაცია ან მათი ექსპლუატაცია გაუმართავი ავარიული გამორთვის მოწყობილობით, ასევე მოწყობილობების ექსპლუატაცია გაუმართავი სიგნალიზაციით, ბლოკირებისა და დაცვის მოწყობილობებით, რომლებიც შეიძლება გახდნენ უბედური შემთხვევის ან ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი.
2. საწარმოო მოწყობილობათა მბრუნავი ნაწილები, რომლებთანაც შეიძლება შეხება მოუწიოთ მომსახურე პერსონალს, აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის მექანიკური საშუალებებითა და შემოღობვებით. აუცილებლობის შემთხვევაში ისინი ბლოკირებული უნდა იყოს მანქანებისა და მექანიზმების ამძრავებთან (შემოღობვის მოხსნის და კარებისა და ხუფების გაღების შემთხვევაში).
3. მოწყობილობათა სარემონტო სამუშაოები, ასევე სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია მის დემონტაჟთან და მონტაჟთან, უნდა შესრულდეს სამუშაოთა წარმოების პროექტით ან ტექნოლოგიური დოკუმენტაციით (ტექნოლოგიური რუკებით და ინსტრუქციებით), რომელიც შეიცავს უსაფრთხოების კონკრეტულ მოთხოვნებს სამუშაოს მომზადებისა და მისი შესრულების პროცესში.
4. სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ტექნოლოგიური მოწყობილობებით, დეტალების გარეცხვისა და გაუცხიმოვნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხანძარუსაფრთხო სარეცხი საშუალებები.
5. გარეცხვისა და გაუცხიმოვნების დაწყებამდე, ტევადობებში და მათ შიგნით ანტიკოროზიული სამუშაოების დაწყებამდე, განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს უსაფრთხო ძაბვის ან სხვა შესაბამისი აფეთქებაუსაფრთხო შესრულების სანათი ხელსაწყოები. დაუშვებელია ტევადობებში ადამიანებისათვის განკუთვნილი საძრომელებიდან კაბელების (სადენების) გატარება ან სხვა მასალების მიწოდება.
6. მოწყობილობათა მომსახურებისას ადგილებში, სადაც არ არის მოწყობილი სტაციონარული განათება, გამოყენებული უნდა იქნეს გადასატანი (ხელის) ელექტროსანათები.
7. ხელით გადასატანი სანათი ხელსაწყოები უნდა იკვებებოდეს არა უმეტეს 42 ვ ძაბვის ქსელიდან. იმ ადგილებში, სადაც მომატებულია ტენიანობა, მტვრიანობა, მეტალის დამიწებულ ზედაპირებთან შეხების შესაძლებლობა და შექმნილია ელექტროდენით დაზიანების გაზრდილი საფრთხეები, სანათი მოწყობილობები უნდა იკვებებოდეს არა უმეტეს 12 ვ ძაბვის ქსელისაგან.
თავი III
მოთხოვნები უსაფრთხოებაზე ცალკეული სახეობის სამუშაოების შესრულებისა
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 6. მოწყობილობათა მომსახურება
თავი II — უსაფრთხოების საერთო წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. გამოყენების სფერო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 5. ტერიტორია, აკვატორია, შენობები და სამუშაო ადგილები
- მუხლი 7. მოწყობილობათა დეფექტოსკოპია
- მუხლი 8. სამუშაოები მიწისქვეშა ნაგებობებში, რეზერვუარებში, შურფებში და მილსადენებში. გაზსაშიში სამუშაოები
- მუხლი 10. საიზოლაციო სამუშაოები
- მუხლი 11. ზედაპირების გაწმენდა და სამღებრო სამუშაოები
- მუხლი 12. უსაფრთხოების ზომები წყლის გადასასვლელებზე გადასვლისას და მასალების ტრანსპორტირებისას
- მუხლი 13. ტივტივა ნაგებობების მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-6/