1. აკვედუკი – ხიდი - წყალსატარი;
2. ბიეფი – კაშხალთან მიერთებული მდინარის ან არხის უბანი;
3. გაზსაშიში ადგილი – შენობები, ნაგებობები, ტერიტორიის უბნები, მოცულობები, არეები, არხები, ჭები, შახტები და ა.შ., სადაც სამუშაო ზონის ჰაერში შესაძლებელია მავნე და ფეთქებადსაშიში გაზების კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ ნორმაზე მეტად ან არასაკმარისია ჟანგბადის შემცველობა;
4. ჰიდრომექანიკური მოწყობილობა – მოწყობილობა, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში წყლის მოძრაობის მართვისათვის;
5. ჰიდროტექნიკური ნაგებობა – ინჟინრული ნაგებობა წყლის რესურსების გამოყენებისათვის;
6. დიუკერი – მდინარის ან არხის კალაპოტის ქვეშ გაყვანილი სადაწნეო წყალსატარი;
7. მბრუნავი მექანიზმები - ტუმბოები, ვენტილატორები, მბრუნავი ბადეები და სხვა მექანიზმები ელექტრო ან სხვა ამძრავით;
8. მიწისქვეშა ნაგებობა – გრუნტის ზედაპირის ქვემოთ, მიწაში განლაგებული არხები, კოლექტორები, წყალსატარები, კამერები, შახტები, გვირაბები და ჭები;
9. პატერნა – გრძივი გალერეა, წნევის ქვეშ მყოფი ბეტონისა და რკინაბეტონის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში. განკუთვნილია სადრენაჟო სისტემის მიერ ნაგებობის საძირკველიდან და ტანიდან შეკრებილი წყლის გაყვანისათვის (მოცილებისათვის);
10. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოებისას შესაძლებელია გაზის გაჟონვა.
11. ტექნიკური მომსახურება – ექსპლუატაციის პროცესში მოწყობილობათა მუშაობის გამართულობის შესანარჩუნებელ სამუშაოთა კომპლექსი;
12. ტორკრეტირება – შეკუმშული ჰაერით, ცემენტსატყორცნით, მაღალი სიმკვრივისა და წყალგაუმტარობის ტორკრეტობეტონის დატანა;
13. თოში – ზედაპირზე ამოტივტივებული ან ნაკადის სიღრმეში ჩატანილი წყალშიგა ყინულის ერთობლიობა