1. წინამდებარე წესები სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებიც დაკავებული არიან მოქმედი და სარეკონსტრუქციო ენერგოობიექტების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების პროექტირებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, რეკონსტრუქციით, შეკეთებით, გაწყობითა და გამოცდით.
2. ენერგომომმარაგებელი საწარმოების (შემდგომში – საწარმოები) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების პროექტირება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება და ექსპლუატაციის ორგანიზაცია, ტერიტორია და აკვატორია, სადაც განლაგებულია ისინი, ასევე ძირითადი და დამხმარე მოწყობილობა, მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სამშენებლო ნორმებს და წესებს.
3. ელექტრომოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგართა მოწყობის შესაბამის წესებს, ხოლო მათი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ელექტროსადგურებისა და ქსელების ექსპლუატაციის შესაბამისი წესების მოთხოვნების მიხედვით.
4. საწარმოების ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მუშა-მოსამსახურეთათვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები.
5. ენერგომომმარაგებელი საწარმოების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა, ადგილობრივი გარემო პირობების გათვალისწინებით.
6. მუშაობის დროს ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების, სამარჯვების, ხელსაწყოებისა და დამცავი საშუალებების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტების მოთხოვნებს, მათ მიმართ ტექნიკურ მოთხოვნებს და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებს
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 2. გამოყენების სფერო
თავი I — ზოგადი დებულება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 5. ტერიტორია, აკვატორია, შენობები და სამუშაო ადგილები
- მუხლი 6. მოწყობილობათა მომსახურება
- მუხლი 7. მოწყობილობათა დეფექტოსკოპია
- მუხლი 8. სამუშაოები მიწისქვეშა ნაგებობებში, რეზერვუარებში, შურფებში და მილსადენებში. გაზსაშიში სამუშაოები
- მუხლი 10. საიზოლაციო სამუშაოები
- მუხლი 11. ზედაპირების გაწმენდა და სამღებრო სამუშაოები
- მუხლი 12. უსაფრთხოების ზომები წყლის გადასასვლელებზე გადასვლისას და მასალების ტრანსპორტირებისას
- მუხლი 13. ტივტივა ნაგებობების მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-2/