სს „აბსოლუტბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №55

2012 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

სს „აბსოლუტბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „აბსოლუტბანკის“ კუთვნილი, ახლად აღმოჩენილი აქტივების განკარვის მიზნით, დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი N01014000880) და დაევალოს სს „აბსოლუტბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივების რეალიზაციის პროცესის განხორციელება სს „აბსოლუტბანკის“ დარჩენილი ვალდებულებების დაკმაყოფილების მიზნით.

3. აღნიშნული აქტი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ო. ნადარაია