მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2012 ბოლო ცვლილება 07.06.2013
ნომერი
№13/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.016279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 13/ნ

2012 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურ ი ს დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის ა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 . დამტკიცდეს თანდართული „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური“.

2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასუ რი

    მუხლი 1. საფასურის ოდენობა

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ ი ს ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური შეადგენს– 20 ლარ ს, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის–4 0 ლარ ს .

    მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის მიზეზით.

3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც დადგენილია ნაკლებ ი საფასურ ი , მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.

4 . თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

5 . ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

    მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასუ რის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 4. გარდამავალი დებულება

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასუ რის გადახდისაგან თავისუფლდება პირ ი, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე შეტანილი ჰქონდა განცხადება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ ი ს ენობრივი სისწორის შემოწმების შესახებ.