„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.016583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №63/ნ

2013 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 430110000.22.022.016279) შევიდეს ცვლილება და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური.“.

მუხლი 2
„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 26/01/2012, სარეგისტრაციო კოდი – 430110000.22.022.016279) დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის საფასურში” შევიდეს ცვლილება და:

ა) ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის საფასურის“  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური.“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საფასურის ოდენობა

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასური შეადგენს 20 ლარს, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 40 ლარს.“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.“;

დ) მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

მუხლი 3
 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2013.
როდის იქნა მიღებული „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №63/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430110000.22.022.016583.
რამდენი მუხლისგან შედგება „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №63/ნ, 07.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.016583 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1939183/