პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით
განსაზღვრული სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტებით
და ბაზისური
სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

ა.ბ)
საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის
ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

ა.გ)
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტიდან კოორდინაციის საფუძველზე მომსახურების გაწევას;

ბ) სამედიცინო ტრანსპორტირება:
ბ.ა) რეფერალური
დახმარება –
კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება;
ბ.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი
სამედიცინო დახმარება;
ბ.გ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა);

გ) „პროგრამა პატრიოტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი
განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა:
გ
.ა) პატრიოტთა ბანაკის უზრუნველყოფა ექიმის მომსახურებით;
გ.ბ) პატრიოტთა ბანაკის უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის შესაბამისი ნორმატიული
აქტით განსაზღვრული მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით