1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით,დანართი 1
3.1
-ის შესაბამისად. ამასთან, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება: ექიმისთვის – 450 ლარით, ექთნისთვის – 300 ლარით.

2. სამედიცინო ტრანსპორტირება:
ა) რეფერალური დახმარება კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვის, ადგილზე კონსულტაციის, მდგომარეობის სტაბილიზაციის და პაციენტთა ტრანსპორტირების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა.ა) სამედიცინო დახმარება რეანიმობილით (კონსულტაცია, სტაბილიზაცია, ტრანსპორტირება):
ა.ა.ა) 25 კმ-იანი ზონა – 79 ლარი;
ა.ა.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 373 ლარი;
ა.ა.გ) 250 კმ-იანი ზონა – 553 ლარი;

ა.ბ) სამედიცინო დახმარება (კონსულტაცია):
ა.ბ.ა) 25 კმ-იანი ზონა – 44 ლარი;
ა.ბ.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 266 ლარი;
ა.ბ.გ) 250 კმ-იანი ზონა – 444 ლარი;

ა.გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ბ
“, „ა.ა.გ“, „ა.ბ.ბ“
და „ა.ბ.გ
“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ერთეული შემთხვევის თანმხლები კონსულტაცია – 50
ლარი;

ბ)
მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ მი
წოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე;

გ
) ამ პროგრამის მე‑
3 მუხლის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით
.
3
. პროგრამა „პატრიოტით“ განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში:
ა) თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი. ყოველთვიურად ექიმის სახელფასო ფონდი განისაზღვრება 600 ლარით;
ბ) თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები არა უმეტეს 1000 ლარისა