1.
მე-3 მუხლის „ა“, „ბ.ბ“,„ბ.გ“ და „გ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე‑
5 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსლაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) სისტემათა ფუნქციონირება და
რეტრანსლატორების ტექნიკური
მართვა;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმრების სამსახური არანაკლებ დანართი 13.1-ით განსაზღვრული ბრიგადების რაოდენობით, ხოლო თითოეული
ბრიგადა –
4 ექიმით
, 4 ექთნით
და 4 მძღოლით;

გ) მუნიციპალიტეტის დონეზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუდმივად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის სანიტარიული ავტომობილით.

3
. მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის შესაბამისი ნორმატიული
აქტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, მიმწოდებლად რეგისტრაცია განხორციელდება მე-7 მუხლში განსაზღვრულ მაკოორდინირებელ ორგანოსთან შეთანხმებით