შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო ან საკურიერო მომსახურების განხორციელებისას ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
320090000.08.002.016471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №234

2012 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

შპს,,საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო ან საკურიერო მომსახურების განხორციელებისას ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე- 11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს,,საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო ან საკურიერო მომსახურების განხორციელებისას ელექტრონული საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით:

1. შპს,,საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო ან საკურიერო გზავნილის (წერილი, შეტყობინება, სასამართლო უწყება, ამანათი, ბანდეროლი, ფულადი გზავნილი და სხვ.) მიღების, გაგზავნის, ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თ აობაზე ელექტ რ ონული საშუალებების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული, ჩაბარებული ან/და შენახული ელექტრონული დოკუმენტი, აგრეთვე ამ ბრძანებულების მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით დამოწმებული ან/და დადასტურებული მისი ამონაბეჭდი, ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონედ, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ელექტრონული ხელმოწერა ან/და ჩანაწერი ჩაითვალოს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ან/და ჩანაწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

2. საფოსტო ან საკურიერო გზავნილის გამგზავნის, ადრესატის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ელექტრონული ხელმოწერა ან/და ჩანაწერი, რომელიც ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად ადასტურებს საფოსტო ან საკურიერო გზავნილის გასაგზავნად გადაცემას ან/და მის მიღებას/ჩაბარებას, ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ან/და ჩანაწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

3. შპს,,საქართველოს ფოსტას“, შესაბამისი მომსახურების გაწევისას, მიენიჭოს გამგზავნის მიერ გზავნილის სახით შექმნილი ელექტრონული დოკუმენტის მატერია ლ ურ ფორმატში გადაყვანისა და მისი დამოწმების ან/და დადასტურების უფლებამოსილება ადრესატისათვის ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამ ო სილი პირისათვის ჩაბარების მიზნით .

4. ამ ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ხდება შპს,,საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით, ხოლო დადასტურება ხდება მატერიალურ დოკუმენტზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერის განხ ო რციელებით:,,შპს,,საქართველოს ფოსტა“ ადასტურებს ამ დოკუმენტის ორიგინალ ელექტრონულ დოკუმენტთან იდენტურობას“. ასეთი წე ს ით დამოწმებული ან/და დადასტურებული მატერიალური დოკუმენტი ითვლება ორიგინალი ელექტრო ნ ული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

5. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალურ ფორმატში გადაყვანისას შპს,,საქართველოს ფოსტის“ მიერ მისი დამოწმება ან/და დადასტურება სავალდებულო არ არის, თუ მისი დამოწმება ან/და დადასტურება ხდება ხელმ ომ წერის მიერ ან/და მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდს აქვს იურიდიული ძალა.

6. შპს,,საქართველოს ფოსტამ“ ამ ბრძანებულებით განსაზღვრული საფოსტო გზავნილების მიღება, გაგზავნა და ჩაბარება განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების, მომხმარებელთა უფლებებისა და საფოსტო გზავნილების საიდუმლოების დაცვით.

7. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება შპს,,საქართველოს ფო ს ტის“მიერ ელექტრონუ ლ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევებზე.

8. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი