„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის
განკარგულება №426
201 2 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26 -ე მუხლის მე -3 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი №60002004766) საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით .
2. დაევალოს ლიკვიდატორს სალიკვიდაციო სამუშაოები წარმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მოთხოვნების დაცვით .
3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და წარედგინოს „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის .
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში .
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე -პრეზიდენტი ო . ნადარაია