„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
070010110.22.027.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №41

2012 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 070010110.22.027.016092, 31/01/2011) დამტკიცებული:

1. იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე ;“;

ბ) მე-2 მუხლის:  

ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია, გარდა ავტორიზებული პირის მეშვეობით ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღებისა;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ვებგვერდზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით და მათთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტაუქციონში მონაწილეობას, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის ავტორიზებული პირის მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას . ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეებს, რომლებთანაც დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, ამ ბრძანებით დადგენილი პირობების შესრულება.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება ავტორიზებულ პირთან, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად შესაბამის ანაზღაურებას იღებს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.“.

2. იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების (დანართი №2) მე-7 მუ ხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ინტერნეტაუქციონში ავტორიზებული პირის გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზების საფუძველზეც ავტორიზებულმა პირმა ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი