„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №91
2012 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებით (სსმ III, 22.07.2009, №90, მუხ. 950) დამტკიცებულ კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე- 5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გენერალური ინსპექცია წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად განცხადების, საჩივრის, შეტყობინების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) შესაბამის სამსახურს წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის განხილვის ვადა გააგრძელოს სამ თვემდე.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სამსახური კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საკითხს, დადასტურებულად თვლის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას და იღებს გადაწყვეტილებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ან დადასტურებულად არ მიიჩნევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების ეროვნული ბიურო კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას ითვალისწინებს დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ დარღვევას, კერძო აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.“.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გადაწყვეტილების გასაჩივრება
აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო აღმასრულებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი