„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.016276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება № 61

2012 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებით (სსმ III, 22.07.2009, №90, მუხ. 950) დამტკიცებულ კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წეს ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის ზომები

ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძო აღმასრულებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმება.“.

2. მე- 4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის შესწავლა-გადამოწმების მიზნით კერძო აღმასრულებელი ვალდებულია გენერალური ინსპექციის მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შესაბამისი ახსნა-განმარტებისათვის და წარადგინოს მოთხოვნილი მასალები. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა (დროულად შეუსრულებლობა), თუ ეს წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, შეიძლება გახდეს კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საკითხს, დადასტურებულად თვლის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას და იღებს გადაწყვეტილებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ან დადასტურებულად არ მიიჩნევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას, რის თაობაზე ც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

  3. კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება კერძო აღმასრულებელს.“.

 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას ითვალისწინებს დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, იმ შედეგებს, რომლებიც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ დარღვევას, კერძო აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

2. კერძო აღმასრულებლის მიერ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმება.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო აღმასრულებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2012.
როდის იქნა მიღებული „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 070030000.22.027.016276.
რამდენი მუხლისგან შედგება „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №61, 11.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016276 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1652109/