“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №169
2012 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებ ით (სსმ, ვებგვერდი, 13 .06 .2012 , 010130000.22.027.016312) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ა ს შემდეგი ცვლილება:
1. მე -2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განცხადების მიღება ხდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით;“.
3. მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ბეჭედი – ბეჭედი დაიტანება მოწმობის მესამე გვერდზე თანამდებობის პირის ხელმოწერასა და მფლობელის ხელმოწერას შორის. ბეჭედი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმის და მისი დატანა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.“.
4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2012.
- როდის იქნა მიღებული “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №169. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.22.027.016377.
- რამდენი მუხლისგან შედგება “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №169, 21.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016377 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1747231/