საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - პროფესიულ კოლეჯად „იკაროსი” რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №81/ნ
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „იკაროსი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „იკაროსი” რეორგანიზაციის შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,გ” პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს” შორის 2012 წლის 19 მარტს დადებული ,,საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების და ხელშეწყობის შესახებ” შეთანხმების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „იკაროსი” რეორგანიზაცია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „იკაროსი” .
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან” ერთად, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება .
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი