. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება
1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №917 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.27
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4377
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№163
- ვებგვერდი, 28.12.2016