დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება

1. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

გ) დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული
არააქციზური საქონლის ყალბი
მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6254  – ვებგვერდი, 06.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის  კანონი
№4377
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№163
- ვებგვერდი, 28.12.2016