1. პირის მიერ
სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული
არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული საქონლის მწარმოებელს, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
გ) დიდი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად − 5 000 ცალზე მეტი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული
არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.
2. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული
არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორად გამოყენებად ითვლება მისი ანალოგიური სახეობის სხვა არამარკირებულ საქონელზე დატანა.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6254 – ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4377
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№163
- ვებგვერდი, 28.12.2016