1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.282

თავი XXXVIII

ტერორიზ