1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

საქართველოს 2013 წლის
27
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013