სს “ლითონკონსტრუქციების ქარხანა”-ს აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის”
(ს/კ 208184855)
აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” ხმის უფლების მქონე აქციათა 95 პროცენტზე მეტის მესაკუთრე შპს „ინ-სი” (ს/კ 206278516) აცხადებს, რომ მას, სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „ინ-სი” წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.
სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.
სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შპს „ინ-სი” ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობათ სს “ლითონკონსტრუქციების ქარხნის” დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილი აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” აქციათა გამოსყიდვის მიზეზს წარმოადგენს სს „ლითონკონსტრუქციების ქარხნის” რეაბილიტაციისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვის მიზნით ინვესტიციების მოზიდვის პროცესში ინვესტორის მოთხოვნა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ინ-სი”-ს წარმომამდგენელს, გიორგი აბაშიძეს, მისამართზე: თბილისი, ნუცუბიძის ქ. №26ბ, მე-4 სადარბაზო, პირველი სართული, ბინა №87ა. ტელეფონი: 2 142 542. თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, დასვენების და უქმე დღეების გარდა, 12.00 საათიდან 17.00 საათამდე.
შპს „ინ-სი”-ს დირექტორი ი. ტოგონიძე