დარღვევების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია

19.1 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას რეგულარულად შეამოწმოს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოპერაციები შესაბამისად ხორციელდება. ის მიიღებს საჭირო ზომებს იმისათვის, რომ მოახდინოს დარღვევებისა და თაღლითობის პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში, აღძრავს საქმეს იმისათვის, რომ ამოიღოს არასწორად გადახდილი თანხები.

19.2 „დარღვევა“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, კონტრაქტის პირობების ან ევროკავშირის კანონების ნებისმიერ დარღვევას, რომელსაც გავლენა ექნება ევროკავშირის ან ევროპის განვითარების ფონდის ბიუჯეტზე, რაც მოიცავს შემოსავლის შემცირებას ან დაკარგვას საკუთარი რესურსებიდან, რომელთა მოპოვება პირდაპირ ხორციელდება ევროკავშირის მიერ ან დაუსაბუთებელი ხარჯების მიზეზით დაკარგულ ან შემცირებულ შემოსავალს.

,,თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთაშორისო აქტს ან დაუდევრობას, რომელიც ეხება შემდეგს:

–
ყალბი, არასწორი, არასრული დოკუმენტების გამოყენება, რომელსაც შედეგად მოსდევს ხარჯების არასწორი განაწილება ან მათი არასწორი დაკავება ევროკავშირის ან ევროპის განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან.

–
ინფორმაციის დამალვა, რაც წარმოადგენს სპეციალური ვალდებულების დარღვევას და აქვს მსგავსი ეფექტი.

–
აღნიშნული თანხების არასწორი გამოყენება მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება იმ მიზნებისაგან რომელთათვისაც მოხდა მათი გამოყოფა.

19.3 ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას ნებისმიერი ელემენტის შესახებ, რომელიც წარმოქმნის დარღვევის ან თაღლითობის ეჭვს და აუწყებს მას ნებისმიერი ზომის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა აღნიშნული მიმართულებით.

19.4 ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას ეკონომიკური ოპერატორების შესახებ, რომლებიც გახდნენ განსჯის საგანი და რასაც აქვს ძალა res judicata თაღლითობის, კორუფციის, კრიმინალური ქმედების და სხვა უკანონო ქმედებისათვის, რომელც ზიანს აყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.

19.5 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა აქტიური და პასიური კორუფციის აღმოსაფხვრელად კონტრაქტებისა და გრანტების მინიჭების პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე ან კონტრაქტების განხორციელების პროცესში. ,,პასიური კორუფცია“ ნიშნავს გააზრებულ ქმედებას ოფიციალური პირის მიერ, რომელიც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით ითხოვს ან იღებს სარგებელს თავისთვის ან მესამე მხარისათვის ან იღებს დაპირებას მსგავსი სარგებლის შესახებ, მოქმედებს თავისი მოვალეობების საპირისპიროდ ან ახორციელებს თავის ფუნქციებს თავისი ვალდებულებების დარღვევით, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე. ,,აქტიური კორუფცია“ ნიშნავს გააზრებულ ქმედებას, რომელიც გულისხმობს ან აძლევს უპირატესობას ოფიციალურ პირს თავისთვის ან მესამე მხარისათვის იმოქმედოს ან უარი თქვას მოქმედებაზე თავისი ვალდებულებების შესაბამისად ან თავისი ფუნქციები შეასრულოს ოფიციალური ვალდებულებების დარღვევით, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზ