კომისიის, ევროპის ოფისის თაღლითობის წინააღმდეგ (OLAF) და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ განსახორციელებელი დაზუსტება და შემოწმება

20.1 ბენეფიციარი უთანხმდება კომისიას, ეროპის ოფისს თაღლითობის წინააღმდეგ (OLAF) და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, რომლებიც აწარმოებენ ევროკავშირის დაფინანსების გამოყენების შემოწმებას, მათ შორის, ადგილზე შემოწმებას, დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში (კონტრაქტების და გრანტების მინიჭების პროცედურების ჩათვლით) და ახორციელებენ მთლიან აუდიტს, თუ საჭიროა დამატებითი დოკუმენტების, საბუღალტრო დოკუმენტაციის ან სხვა დოკუმენტების დახმარებით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან შეთანხმების განმავლობაში და შვიდი წლის მანძილზე ბოლო გადახდის შემდეგ.

20.2 ბენეფიციარი, ასევე, თანხმდება რომ OLAF-მა შესაძლებელია, განახორციელოს შემოწმება ადგილზე და დაზუსტება ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით თაღლითობისა და დარღვევებისაგან.

20.3 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას კომისიის ოფიციალურ წარმომადგენლებს, OLAF-ს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს მისცეს დაშვება საიტებსა და ოფისებზე, სადაც ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციები, რაც მოიცავს კომპიუტერულ სისტემებს, ელექტრონულ ინფორმაციას, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციების ტექნიკურ და ფინანსურ მართვასთან, და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ხელი შუწყოს მათ მუშაობას. დაშვება კომისიის, OLAF-ისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მკაცრი კონფიდენციალურობის პირობით მესამე მხარეების მიმართ, საჯარო სამართლის მოთხოვნების დაცვით, რომელთაც ისინი ექვემდებარებიან. დოკუმენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შენახული ისეთი ფორმით, რომ მარტივი იყოს მათი წვდომა. ბენეფიციარმა უნდა შეატყობინოს კომისიას, OLAF-ს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, სად ინახება თითოეული დოკუმენტი.

20.4 ზემოთ ნახსენები შემოწმება და აუდიტი ასევე ეხებათ კონტრაქტორებსა და ქვე-კონტრაქტორებს, რომელთაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება.

20.5 ბენეფიციარი მიიღებს შეტყობინებას ადგილზე განსახორციელებელი მისიების შესახებ კომისიის, OLAF-ის ან ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების მხრიდა