დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება

23.1 დაფინანსების ხელშეკრულება შესაძლებელია შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

კომისიამ შესაძლებელია შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და აღარ აკმაყოფილებს სპეციალურ პირობებში მოცემულ დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს.

–
კომისიამ შესაძლებელია, შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულება, თუ ბენეფიციარი არღვევს ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, კანონის უზენაესობასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევებთან.

დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება შესაძლებელია, ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ,,ფორსმაჟორი“ ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და გამონაკლის სიტუაციასა თუ მოვლენას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეების კონტროლს და რომელიც ხელს უშლის მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რაც არ არის განპირობებული შეცდომით ან დაუდევრობით მათი (ან კონტრაქტორების, წარმომადგენლების ან თანამშრომელთა) მხრიდან და არის გადაულახავი შესაბამისი ძალისხმევის მიუხედავად. აღჭურვილობის ან მასალის დეფექტები, შეყოვნება მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შრომითი დავები, გაფიცვები თუ ფინანსური სიძნელეები არ ჩაითვლება ფორსმაჟორად. მხარე არ არღვევს თავის ვალდებულებებს, თუ მას აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაში ხელს უშლის ფორს მაჟორი, რომლის შესახებაც სხვა მხარე შესაბამისად არის ინფორმირებული. მხარე ფორსმაჟორის შესახებ შეატყობინებს სხვა მახრეს დაუყოვნებლივ და მიაწოდებს მას ინფორმაციას ფორსმაჟორის ბუნების, სავარაუდო ხანგრძლივობის, პრობლემის შესაძლო შედეგების შესახებ და მიიღებს ყველა ზომას ზიანის შესამცირებლად.

23.2 შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნება გაგზავნილი წინასწარი შეტყობინება.

23.3 სიფრთხილისათვის ზოგადი პირობების მუხლი 7 (1)
-ით გათვალისწინებული გადახდები შეჩერდება.

23.4 როდესაც მოხდება შეტყობინების გაგზავნა შეჩერების შესახებ, განხორცილედება მითითება მიმდინარე კონტრაქტებისა და პროგრამული პროგნოზების ან ხელმოსაწერი კონტრაქტებისა და პროგრამული პროგნოზების შედეგების შესახებ.

23.5 დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება შესაბამისობაშია გადახდების შეჩერებასთან კომისიის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ფინანსური მართვა და ევროკავშირის ფინანსური ვალდებულებების დაცვ