დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილება
22.1 სპეციალური პირობების, დაფინანსების ხელშეკრულების დანართი II -ისა და დანართი III-ის ნებისმიერი ცვლილება გაფორმდება წერილობით და ექნება დანართის სახე.
22.2 თუ მოთხოვნა ცვლილების შესახებ მოდის ბენეფიციარისაგან, ეს უკანასკნელი აღნიშნულ მოთხოვნას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს 3 თვით ადრე ვიდრე ცვლილება შევა ძალაში გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდ არის დასაბუთებული ბენეფიციარისა და მიღებულია კომისიის მიერ.
22.3 ტექნიკური ცვლილებებისათვის, რომლებიც არ ახდენენ ზეგავლენას პროექტის/პროგრამის ამოცანებსა და შედეგებზე, ისეთი დეტალების ცვლილებებისათვის, რომლებიც არ მოქმედებს მიღებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე და თანხების რეალოკაციის გარეშე, ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას ცვლილებისა და მისი დასაბუთების შესახებ წერილობით და დანერგავს აღნიშნულ ცვლილებას.
22.4 გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის გამოყოფილი თანხების გამოყენება განხორციელდება კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
22.5 ოპერაციის განხორციელებისა და დახურვის ფაზის ვადის გაგრძელების კონკრეტული შემთხვევები რეგულირდება ზოგადი პირობების მუხლი 4 და მუხლი 5-ით.
22.6 თუ ბენეფიციარი ვერ აკმაყოფილებს დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს სპეციალური პირობებისა და ზოგადი პირობების მუხლების 23 და 24-ის თანახმად, კომისიამ შესაძლებელია, მიიღოს გადაწყვეტილება თავის თავზე აიღოს ფინანსური მართვა, რომელიც ბენეფიციარის მოვალეობაა, რათა პროექტის/პროგრამის განხორციელება გაგრძელდეს ბენეფიციარის სახელით მას შემდეგ, რაც ის წერილობით შეტყობინებას მიიღებს აღნიშნულის შესახე