1.1. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.
1.2.  „არბიტრი” არბიტრაჟის წევრი;
1.3. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს „ სამართლიანი არბიტრი”;
1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს „ სამართლიანი არბიტრის” თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი;
1.5.  „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;
1.6. „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-4, მე-10, და მე-12 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა; მე-8, მე-18 და მე-20 მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები.
1.7.  „დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;
1.8.  „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე;
1. საარბიტრაჟო მოსარჩელე – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.10. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულობას;
1.11.  „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
1.12.  „საარბიტრაჟო შეთანხმება” – დავამდელი ან დავის შემდგომი წერილობითი შეთანხმება მხარეთა შორის, ამა თუ იმ დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების შესახებ.
1.13.  „დებულება” – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება