16.1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.
16.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია
შპს „სამართლიანი არბიტრი“-ს დებულება · რედაქცია 17.07.2012
მუხლი 16. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
კარი IV — საარბიტრაჟო წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
- მუხლი 11. ექსპერტის დანიშვნა
- მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი
- მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 14. საქმის მომზადება და განხილვა
- მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 17. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და შეჩერება
- მუხლი 19. საქმის წარმოების შეჩერება და განუხილველად დატოვება
- მუხლი 20. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
- მუხლი 21. საარბიტრაჟო განხილვის განახლება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „სამართლიანი არბიტრი“-ს დებულება“, მუხლი 16, №0, 17.07.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1702659/muxli-16/