14.1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით, ან რომელიმე მხარის მოთხოვნით საქმეზე უნდა ჩატარდეს ზეპირი განხილვა, საქმის განზილვა ხდება ამ მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
14.3. არბიტრაჟის თავმჯდომარე ხსნის, უძღვება და ხურავს საარბიტრაჟო სხდომას.
14.4. თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად და განუმარტავს მხარეებს აცილების უფლების შესახებ.
14.5. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ თავმჯდომარის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს და მტკიცებულებებს. თავმჯდომარის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენა.
14.6. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით.
14.7. თუ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა-განმარტებას ამ ერთი მხარისგან.
14.8. მხარეთა და სხვა პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას, რაც წარმოებს კანონით და დებულებით დადგენილი წესით.
14.9. მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.
14.10. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ რეპლიკით გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ საარბიტრაჟო განხილვა ითვლება დამთავრებულად