„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1503
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1503

2012 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს საზღვაო კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობის, გემის ბილეთის, გემის საკუთრების მოწმობის და რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა“.

3. დებულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველო სახელმწიფო დროშით მცურავი გემებისათვის სახმობი და ამოსაცნობი ნიშნის მინიჭება“.

4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების განსაზღვრა“.

5. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და/ან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა ან გაუქმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

6. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის მეზღვაურისათვის სერტიფიკატების გაცემა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება“.

7. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის ცნობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

8. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სერტიფიკატის მქონე მეზღვაურთა რეგისტრაცია“.

9. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

10. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეამოწმოს საქართველოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემების დოკუმენტები, ეკიპაჟის წევრთა სერტიფიკატები“.

11. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს“.

12. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის მეზღვაურისათვის სერტიფიკატების გაცემას და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებას“.

13. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სერტიფიკატების მქონე მეზღვაურთა რეგისტრაციას“.

14. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიკატების მოქმედების ვადის დროებით შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას“.

15. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სერტიფიკატების მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხის პროექტის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

16. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის ცნობას (აღიარებას)“.

17. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) გასცემს საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს“.

18. დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მეზღვაურთა დეპარტამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების პირობებს“.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს დაევალოს გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემების რადიოსახმობებისა და ამოცნობის ნიშნების (MMSI) რეესტრი.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია