სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №917
2012 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტის,მეწარმეთა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 10 ივლისის ამონაწერისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველოს“ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკ საქართველოს“დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები და ანგარიშებზე რიცხული თანხები გადაირიცხოს ბანკის უფლებამონაცვლე საზოგადოების ანგარიშსწორების ანგარიშზე.
3. სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკ საქართველო“ამოღებულ იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს ბანკის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოსაღებად.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია