კომერციული ბანკი „ჭიათურას“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №954
2012 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
კომერციულ ბანკ „ჭიათურ ი ს“ ახლად აღმოჩენილი აქტივის რეალიზაციის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. განხორციელდეს კომერციულ ბანკ „ჭიათურ ი ს“ ახლად აღმოჩენილი აქტივისა და არსებულ ვალდებულებათა დაზუსტება და შემდგომში „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანების შესაბამისად სალიკვიდაციო სამუშაოების წარმართვა.
2. აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, კომერციულ ბანკ „ჭიათურ ი ს“ წარმომადგენლად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი N 01036002403).გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განისაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.
3. აღნიშნული აქტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, სებ -ის ვებგვერდზე და წარედგინოს კომერციულ ბანკ „ჭიათურ ი ს“ მარეგისტრირებელ ორგანოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე -პრეზიდენტი ო . ნადარაია