აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 22 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010220020.34.059.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №12

2012 წ ლის   15 სექტემბერი

 ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 22 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის,„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 22 აგვისტოს №11 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 23/08/20 12; 010220020.34.059.016012 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი შემდეგი ოდენობით:

 

ოლქის

ოლქის დასახელება

ო ლ ქ ი ს  ხ ა რ ჯ ე ბ ი

სულ ჯამი

(გადაზიდვის ხარჯები)

ოლქში დამხმარე პერსონალის ხელფასები

პერსონალის რაოდენობა

ხელფასის ოდენობა

სულ

1

79

ბათუმი

1500

27

200

5400

6900

2

80

ქედა

1750

6

200

1200

2950

3

81

ქობულეთი

1500

13

200

2600

4100

4

82

შუახევი

1750

8

200

1600

3350

5

83

ხელვაჩაური

1500

8

200

1600

3100

6

84

ხულო

1750

12

200

2400

4150

სულ

9750

74

 

14800

24550

 

2. დადგენილების მეორე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 21 :

„მუხლი 21. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქების დამხმარე პერსონალ ისათვის გამოყოფილი თანხების საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემა უზრუნველყოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურმა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უზრუნველყონ დამხმარე პერსონალისათვის გამოყოფილი თანხების გამოყენება დანიშნულებისამებრ და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

მუხლი 2 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.:ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი)კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა ვე.

კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე

კომისიის მდივანი ქ. ჯიქია