„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
290110040.10.003.017072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№399

2012 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილის ი

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 16/05/2012, 290110040.10.003.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების  მიწოდების წესების“:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) პაციენტის იდენტიფიკაციის შეყოვნებისას ან მზღვეველისაგან სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დასტურის მიღებამდე, შეუფერხებლად გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება პირს;“;

ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მზღვეველთან სადავო თანხის ანაზღ ა ურებაზე შეთანხმების მიღწევამდე ან/და მზღვეველთან სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შეთანხმებამდე/მოლაპარაკების დასრულებამდე არ მოსთხოვოს ამ თანხის ანაზღაურება დაზღვეულს;“;

გ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი ) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ ი  შემთხვევ ის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი ) სამუშაო დღის ვადაში.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სადავო შემთხვევის განხილვა იწყება მისი გამოვლენის მომენტიდან და მისი დასრულების ვადად განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი ) სამუშაო დღ ე . თუ ამ პერიოდში დავა არ მოგვარდა მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევა გადადის „დავების განხილვის“ რეჟიმში.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კაპიტაციური ტარიფითა და გლობალური ბიუჯეტით დაფინანსებულმა მიმწოდებლებმა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა წინასწარ შეთანხმებული ნუსხით უნდა უზრუნველყონ მომდევნო თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე. მზღვეველმა განსაზღვრული ანაზღაურების გადახდა უნდა უზრუნველყოს წარდგენიდან 8 (რვა ) სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი