„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.09.2012 ბოლო ცვლილება 29.09.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.017084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№411

2012 წლის 29 სექტემბერი

 ქ. თბილის ი

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის№18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭ­რო­ბის შესა­ხებ“კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების , მა­თი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექს­პორ­ტი­სა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობ­ებ­ის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავ­რო­ბის2007წლის6თე­ბერვ­ლის№18დადგენილებაში (სსმ, 2007წ. , მუხ­.221 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1 . დადგენილებით დამ­ტკი­ცებ­უ­ლი დებულების:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახეობათა ნიმუშ( ებ)ის იმპორტის შემთხვევაში – წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო ცოცხალი ნი­მუ­შის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სა­თა­ნადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ;“;

ა.ბ)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ნებართვის გაცემა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან ინ­ტროდუქციის ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.“;

გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა

1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი, რომელიც სამინისტროს მიერ გასაცემ ფორმაზე იწყება ციფრით „1“, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემ ფორმაზე − ციფრით „2“.

2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად(ორიგინალი და 3 დამოწმებული ასლი), რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებარ­თვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსად­გენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობათა ნიმუშების ექსპორტისას/რეექსპორტისას ახორციელებს ნებართვის ეგზემპლარების დამოწმებას ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ერთი ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.

3. კონვენციის სამდივნოს სამინისტროს მიერ წინასწარ ეგზავნება ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდი და ნებარ­თვაზე ხელმომწერი პასუხისმგებელი პირების სახელები, გვარები და მათი ხელმოწერის ნიმუშები.“.

2. დადგენილებით დამ­ტკი­ცებ­უ­ლი№1და№2დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი