„ქურთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2012 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი |
,,მუხლი 41. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 4 და მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის 0-დან 18 წლამდე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, რომ ოჯახს ჰყავთ 4 და მეტი შვილი.
ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
,,მუხლი 42. ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
,,მუხლი 43. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლი პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ;
დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
,,მუხლი 44. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება
1. ერთჯერადად (100 ლარის ოდენობით) იძულებით გადაადგილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან გაეწევათ სოციალური დახმარება.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
,,მუხლი 45. იმ პირების დახმარება, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოწმობის ასლი, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სასწავლებლის ანგარიშზე.
,,მუხლი 46. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, თითოეულ დაღუპულზე.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სასწავლებლის ანგარიშზე“.
,,მუხლი 47. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე“.
,,მუხლი 48. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე“.
,,მუხლი 49. უსინათლო პირების დახმარება
1. ერთჯერად (100 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული უსინათლო პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში.
2. უსინათლო პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) უსინათლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) უსინათლო პირის პირადობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე“.
|