„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №39 |
|
2012 წლის 14 დეკემბერი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 165, 17.12.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
ა)
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება განისაზღვროს 48 (ორმოცდარვა) საშტატო ერთეულით.“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური.“. |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამმართველოში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და სამმართველოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ბ) სამმართველოს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა; გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება, სამმართველოს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; დ) სამმართველოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;“. |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნებისა და გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი.“. |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81 საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) პრესკონფერენციების, სემინარების, კონფერენციებისა და სამმართველოს მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებათა მოსამზადებლად ორგანიზაციული საქმიანობის წარმართვა; გ) სამმართველოს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება; დ) სამმართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ვ) სამმართველოს საქმიანობის სამუშაო გეგმების პროექტების შემუშავება და მათი შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორსო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; თ) საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; ი) სხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების ქართულ ენაზე და სამმართველოში დამუშავებული დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნის უზრუნველყოფა.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.12.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.32.057.016108.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39, 14.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240070.32.057.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1797015/