,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №30 |
|
2014 წლის 23 სექტემბერი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მთავრობის თავმჯდომარის სამდივნო;“; |
ბ)
დებულების მე-6 მუხლს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.“; |
გ)
დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მთავრობის თავმჯდომარის სამდივნო მთავრობის თავმჯდომარის სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ბ) მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრებისა და თათბირების გამართვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება; გ) მთავრობის თავმჯდომარისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი პროგრამების მომზადება; დ) მთავრობის თავმჯდომარესთან სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების, აგრეთვე მათი წარმომადგენლების აუდიენციის, საქმიანი შეხვედრების გამართვის უზრუნველყოფა; ე) მთავრობის თავმჯდომარის საზოგადოებრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; ვ) მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; ზ) მთავრობის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელება; თ) მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შემოსული განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) მთავრობის თავმჯდომარის დავალებათა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“; |
დ)
დებულების 112 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;“; |
ე)
დებულებას 151 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი:
„მუხლი 152. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მთავრობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების სტრატეგიის მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის მომზადება და მისი მთავრობისათვის წარდგენა; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან თანამშრომლობა და საბჭოსათვის სტრატეგიული განვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი წინადადებების წარდგენა; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, ანალიზი და აღნიშნული ინფორმაციის მთავრობისათვის წარმოდგენა; ვ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ზ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|