საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ რეორგანიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-73/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-73/ნ

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ რეორგანიზაციის შესახებ

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის   „ე“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-11 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან“ მიერთების გზით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ წარმოადგენს სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლეს.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების, პანსიონატების, დაწესებულებებისა და დღის ცენტრების) რეორგანიზაციისა და მათი უფლებამონაცვლე სსიპ – ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს” დაფუძნების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის №428/ნ ბრძანება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის  1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო