„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1143
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1143

2012 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2006 წ., №96, მუხ. 1273) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება.

2. 2013 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფლებამონაცვლე.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;

ბ.ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;

თ) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია და დახმარება.“;

ბ.გ) მე-3 მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“, „ზ2“, „ზ3“ და „ზ4“ ქვეპუნქტები:

 „ზ1) უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას ან განხორციელების ხელშეწყობას;

2) უზრუნველყოფს ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნას, დღისა და სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა-პატრონობას, კვებას, პირველად სამედიცინო მომსახურებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას;

3) უზრუნველყოფს ფონდის სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილთა დაკრძალვას;

4) ახორციელებს სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დახმარებას;“;

ბ.დ) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, მართვასა და კონტროლს;“;

ბ.ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ფონდის მართვა და სტრუქტურა

  • ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
  • ა) სამეთვალყურეო საბჭო;

    ბ) დირექტორი.

  • ფონდი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) მეშვეობით.
  • ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
  • 4. ტერიტორიულ ერთეულს (ფილიალი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

    ბ.ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. თავშესაფარს ხელმძღვანელობს ადმინისტრატორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

    საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი