საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:

ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;

ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;

გ) მოსამსახურის (კანდიდატის) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება