1. კონკურში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით;

ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

2. კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10 დღიანი ვადა ვაკანტური თანამდებობის არსებობის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

3. ერთი კონკურსანტის მიერ განცხადების წარდგენა ერთდროულად, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში, შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, არც ერთი განცხადება არ განიხილება