1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

3. კომისიის წევრთა შემადგენლობას  განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

4. თავმჯდომარის მოადგილეს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები.

7. კომისიის მოწვეულ წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადია და ანაზღაურების  პირობები და ოდენობა განისაზღვრება მოწვეულ წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულები