1. საჯარო კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება სამინისტროს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
2. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა მოიცავდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
5. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
6. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
7. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების ამოღებას, მათ შესაბამისობის შემოწმებას და კომისიისათვის წარდგენას.
8. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას